ჩვენ ვართ თბილისში მოქმედი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო კომპანია. ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები. ჩვენ ვიცავთ ეროვნული მშენებლობის რეგულაციებს, ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ჩვენს გუნდს ხელმძღვანელობენ სერტიფიცირებული სამოქალაქო ინჟინრები და ლიცენზირებული არქიტექტორები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფლობენ სერტიფიკატებს სტრუქტურული ინჟინერიის, სამშენებლო უსაფრთხოების და პროექტების მართვის მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს, მათ შორის სეისმურ მედეგ და ენერგოეფექტურ მეთოდებს.
ჩვენს გუნდს აქვს 12 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება და 115-ზე მეტი დასრულებული კერძო სახლის პროექტი, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ურთულესი რელიეფის და პროექტების შეკვეთები.
ბესიკ გურული – მთავარი ინჟინერი
ჩვენს კომპანიას ხელმძღვანელობს ბესიკ გურული, სერტიფიცირებული სამოქალაქო ინჟინერი, რომელსაც აქვს 12 წლიანი პროფესიული გამოცდილება საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით და ფლობს სერტიფიკატებს სტრუქტურული უსაფრთხოების, პროექტების მართვის (PMP) და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით. ის პირადად ზედამხედველობდა 115-ზე მეტ კერძო სახლის აშენების პროცესს.
ბესიკს გააჩნია აკადემიურ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას. განათლების გარდა მშენებლობის პროცესში წარმოქმნილმა რეალურმა გამოწვევებმა მაგალითად: მოულოდნელი გრუნტის პირობები, სამშენებლო მასალების დაგვიანება და მშენებლობის პროცესში მიღებულმა ცვლილებებმა მას ასწავლა თუ როგორ გადაეჭრა პრაქტიკულად ყოველდღიური პრობლემები. პრობლემების მოგვარებით დაგროვილი გამოცდილებით კი შეძლო ჩამოეყალიბებინა მშენებლობის მენეჯმენტის სისტემა რომელიც დაზღვეულია ყველაზე ხშირი პრობლემებისგან.
ბესიკი რეგულარულად მონაწილეობს საქართველოსა და საერთაშორისო სამშენებლო გამოფენებში, როგორებიცაა: Caucasus Build, Batumi Build, Lift Expo Georgia, BAU Munich, Batimat Paris და The Big 5 Global Dubai, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი კომპანიის სამშენებლო მეთოდები შეესაბამებოდეს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, სეისმურ მოთხოვნებს და ენერგოეფექტურ პრაქტიკებს. ბესიკი ასევე არის მრავალი აკადემიური სტატიის ავტორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს კვლევაზე დაფუძნებული მიდგომა პირდაპირ გამოვიყენოთ საცხოვრებელ პროექტებში სტრუქტურული უსაფრთხოების, გამძლეობის და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების უზრუნველსაყოფად.