მონოლითური სამუშაოები (რკინა-ბეტონის სამუშაოები) მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც გულისხმობს რკინაბეტონის ერთიანი, უწყვეტი კონსტრუქციების შექმნას. ამ ტიპის სამუშაოების შედეგად მიღებული სტრუქტურები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, გამძლეობით და სეისმური სტაბილურობით.
მონოლითური კონსტრუქცია არის რკინაბეტონის ერთიანი მასა, რომელიც შედგება არმატურისგან და ბეტონისგან. არმატურა აძლევს კონსტრუქციას გაჭიმვის სიმტკიცეს, ხოლო ბეტონი – შეკუმშვის სიმტკიცეს. ამ ორი მასალის კომბინაცია იძლევა უმაღლესი ხარისხის და გამძლე კონსტრუქციას.
მონოლითური სამუშაოების ზუსტად შესრულებას უზრუნველყოფს ჩვენი გამოცდილი მონოლითის ბრიგადა. ისინი პასუხისმგებელი არიან უსაფრთხო და მყარი კონსტრუქციის შექმნაზე. სწორად შესრულებული სამუშაო პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ სახლის აშენება როგორი ხარისხით და სტანდარტით შესრულდება.
მონოლითური სამუშაოები არის მშენებლობის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ძლიერი, გამძლე და მრავალფეროვანი კონსტრუქციები. ჩვენი გამოცდილი მონოლითის ბრიგადა მონოლითის ჩასხმას მაღალი სტანდარტების დაცვით ასრულებს.
მონოლითური სამუშაოები სრულდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების დაცვით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით.
რკინა ბეტონის სამუშაოები ფართოდ გამოიყენება მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებით. მისი გამოყენების სფეროები მრავალფეროვანია და მოიცავს შემდეგი ტიპის ობიექტებსა და კონსტრუქციებს:
აპალოვკა არის ხის ან ლითონის ფორმა, რომელიც გამოიყენება ბეტონის ჩასახმელად და მასში რთული ფორმების შესაქმნელად. სხვა სიტყვებით, აპალოვკა არის ჩარჩო, რომელშიც ჩაისხმება ბეტონი და რომელიც განსაზღვრავს მომავალი კონსტრუქციის ფორმას და ზომას.
აპალოვკის შეკვრის ფასი არის 30-40 ლარი. თუმცა საბოლოო ფასი დამოკიდებულია ასაწყობის და შესაკრავი აპალოვკის ზომებზე. აღნიშნული ფასი მოიცავს მხოლოდ აპალოვკის მოწყობას და არ შეიცავს დანარჩენ მონოლითურ სამუშაოებს.
აპალოვკის აწყობა არის მონოლითური კონსტრუქციების მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. მისი სწორი შესრულება განსაზღვრავს მთლიანი კონსტრუქციის ხარისხს. ე.წ. აპალოვშიკები უზრუნველყოფენ საყალიბე სისტემის გამართულობას და მედეგობას სამშენებლო სამუშაოების მიმართ.
არმატურის მოქსოვა არის მონოლითური კონსტრუქციების მშენებლობის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი. არმატურა წარმოადგენს რკინის ან სხვა მეტალის ღეროებს, რომლებიც ჩაშენებულია ბეტონის შიგნით და აძლევენ მას გაჭიმვის სიმტკიცეს. ე.წ. არმატურშიკები პასუხისმგებლები არიან არმატურის მოქსოვაზე და არმატურული კარკასის მოწყობაზე პროექტის მოთხოვნის შესაბამისად.
ბლოკის დაწყობის ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა პროექტისთვის. ფასს განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:
ბეტონის ჩასხმა არის მონოლითური სამუშაოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი. სწორედ ამ ეტაპზე იღებს ფორმას და სიმტკიცეს მომავალი კონსტრუქცია.
+100-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი!
მშენებლობის შეთანხმებულ ვადაში დასრულება!
+100 ზე მეტი დასრულებული პროექტი!