Skip to main content

primebuild.ge

სახლის მშენებლობა

მთავარი » სახლის მშენებლობა

სახლის მშენებლობა სრული ციკლით მოიცავს პროექტირებას, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, კედლების ბლოკით ამოშენებას და შესასვლელი კარის და ფანჯრების მონტაჟს. 2026 წლის მონაცემებით, კერძო სახლის მშენებლობის ძირითადი პაკეტები და ფასები 1 კვ.მ-ზე (მასალების ჩათვლით) ასეთია:

  • შავი კარკასი: $180 (480 GEL) / მ² (გრძელდება 3-4 თვე)
  • თეთრი კარკასი: $250 (670 GEL) / მ² (გრძელდება 5-7 თვე)
  • მწვანე კარკასი: $350 (930 GEL) / მ² (გრძელდება 7-8 თვე)

სახლის მშენებლობა: კვადრატულის ფასები და პირობები

სახლის მშენებლობის კვადრატულის ფასები  რეგულირდება თითოეული სამშენებლო ეტაპის, მასალების ხარისხის და შესრულების ვადების მიხედვით. შავი, თეთრი და მწვანე კარკასის პაკეტებში შემავალი სრული სამუშაოების დეტალური ფასები და ჩამონათვალი შემდეგნაირია:

შავი

შავი კარკასი

$ 180
/ მ2
  • მიწის სამუშაოები
  • საძირკვლის მოწყობა
  • არმატურა A500C, ბეტონი B25
  • საყალიბე სისტემის მოწყობა
  • ბეტონის ჩასხმა
  • კიბის უჯრედის მოწყობა
  • გარე კედლების ამოშენება
  • კარფანჯარის ჩასმა
თეთრი

თეთრი კარკასი

$ 250
/ მ2
  • შიდა ტიხრების ამოშენება
  • ფასადის გალესვა
  • იატაკის მოჭიმვა
  • კედლების შებათქაშება
  • ჭერის მოწყობა
  • სახურავის ჰიდროიზოლაცია
  • სახურავის დათბუნება
მწვანე

მწვანე კარკასი

$ 350
/ მ2
  • კანალიზაციის დაქსელვა
  • ელექტროენერგიის დაქსელვა
  • გაზის მილის გაყვანა
  • რადიატორების წერტილები
  • წყლის მილების გაყვანა
  • გაზის ქსელზე მიერთება

სახლის მშენებლობა ზედმეტი სტრესის გარეშე გსურთ? დაგვიკავშირდით დღესვე!

Prime Build – 115-ზე მეტი დასრულებული პროექტი და კმაყოფილი დამკვეთი. გაიგეთ თქვენი მომავალი სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა 24 საათში.

კერძო სახლის მშენებლობა - დამატებითი პაკეტები და ფასები

კერძო სახლის მშენებლობა
კერძო სახლის მშენებლობა

კერძო სახლის მშენებლობის დამატებითი პაკეტებია: მშენებლობა რემონტით და ავეჯით. ეს პაკეტები განსხვავდება შესრულების დონით, მასალებით და ფასით. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს მოქნილი და საჭიროებებზე მორგებული სახლის მშენებლობის პაკეტები, რათა თითოეულმა ოჯახმა შეძლოს საკუთარი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისად აირჩიოს მისთვის შესაფერისი ვარიანტი.  ასევე ვთავაზობთ კონსულტაციას შესაბამისი პაკეტის არჩევის პროცესში რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები. 

სახლის აშენება რემონტის კონდიციით დამკვეთს კიდევ უფრო მეტ კომფორტს სთავაზობს. ამ დროისთვის დასრულებულია კარკასის მშენებლობა, ამოყვანილია გარე და შიდა კედლები, შესრულებულია თბო და ჰიდროიზოლაცია, მოწესრიგებულია ფასადი და მოწესრიგებულია ეზო. სახლის მშენებლობის რემონტის ეტაპზე დამკვეთი ირჩევს სასურველ მასალებს და ამის შემდეგ მიმდინარეობს იატაკის, კედლებისა და ჭერის მოპირკეთება ანუ სახლი სრულად მომზადებულია საბოლოო მოპირკეთებისთვის. რემონტის ეტაპი იმდენად ინდივიდუალურია რომ მისი ბიუჯეტის დიაპაზონი საკმაოდ დიდია თუმცა სტანდარტული შემთხვევებისთვის საორიენტაციო ფასი 1 კვ.მ-ზე არის 500-700 GEL.

სახლის მშენებლობა ავეჯის კონდიციით ნიშნავს, რომ სახლი სრულად არის გარემონტებული და მასში უკვე შეტანილია ავეჯი, შესაბამისად ის პრაქტიკულად მზად არის საცხოვრებლად. სახლში მოწყობილია შემოსასვლელი, სამზარეულო, მისაღები და საძინებლის MDF ავეჯი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის გემოვნების მიხედვით. სტანდარტულად ავეჯის ღირებულება მერყეობს 400 GEL 1 კვ.მ-ზე.

კერძო სახლის მშენებლობის ეტაპები

კერძო სახლის მშენებლობა რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. PrimeBuild უზრუნველყოფს სამუშაოების თანმიმდევრულ და ხარისხიან შესრულებას – საწყისი მომზადებიდან საბოლოო შედეგამდე.

  • პროექტირება და მშენებლობის დაგეგმვა
    ვეცნობით თქვენს მოთხოვნებს, ვადგენთ არქიტექტურულ პროექტს და ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოებს. განვსაზღვრავთ სამუშაოების მოცულობას, ვადებსა და ბიუჯეტს.
  • მიწის სამუშაოები
    ვაწესრიგებთ სამშენებლო არეალს, ვჭრით მიწას და ვამზადებთ კატლავანს  საძირკვლის ჩასახმელად.
  • საძირკვლის მოწყობა
    ვკრავთ საყალიბე სისტემებს, ვქსოვთ არმატურას და ვასრულებთ ბეტონის სამუშაოებს.
  • შენობის კონსტრუქციის მოწყობა
    ვაშენებთ სართულების ფილებს, რიგელებს, კოლონებს, გადახურვის ფილებს და კიბის უჯრედებს. სამუშაოები სრულდება კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად.
  • კედლების ამოშენება და დათბუნება
    ვასრულებთ შიდა და გარე კედლების სამშენებლო ბლოკით ამოშენებას და საჭიროების შემთხვევაში ვაწყობთ თბოიზოლაციას.
  • მოსაპირკეთებელი და ქსელური სამუშაოები
    ვასრულებთ ელექტროობის, წყალმომარაგებისა და სხვა საინჟინრო სისტემების დაქსელვას, იატაკის მოჭიმვას და კედლების გალესვას.
  • საბოლოო შემოწმება და ჩაბარება
    ვამოწმებთ შესრულებულ სამუშაოებს და ვაბარებთ დამკვეთს პროექტითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს.

სახლის აშენება (ფასი): განმსაზღვრელი ფაქტორები

სახლის აშენება
სახლის აშენება

სახლის აშენება და ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია ნაკვეთის მახასიათებლებზე, პროექტის სირთულეზე, გამოყენებულ მასალებზე და შენობის მოცულობაზე. PrimeBuild-ის გუნდი სახლის აშენების ფასის დასადგენად ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ეტაპებსა და ფაქტორებს:

  1. ნაკვეთის მახასიათებლები

    • ნაკვეთის ფორმა

    • რელიეფის ტიპი

    • ნაკვეთის დახრა

    • მიწის სამუშაოების მოცულობა

  2. ნაკვეთის ადგილმდებარეობა

    • რაც უფრო შორს არის ნაკვეთი ქალაქიდან, მით უფრო იზრდება არა მხოლოდ სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების ხარჯი, არამედ მუშახელის ანაზღაურებაც — საცხოვრებლის, გადაადგილებისა და ყოველდღიური ხარჯების გამო.

  3. პროექტის კონსტრუქციული სირთულე

    • რამდენად მარტივი ან რთულია დაგეგმარება, რა მოცულობის რკინაბეტონია საჭირო და მოიცავს თუ არა პროექტი მიწისქვეშა სამუშაოებს (სარდაფი, ტექნიკური ოთახი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბიუჯეტს. ხშირად დამატებით ფაქტორად ითვლება საცურაო აუზისა და ღობის კონსტრუქციაც, რომლის შესრულებაც ცალკე ხარჯებსა და დროს საჭიროებს.

  4. მასალების ხარისხი

    • სახლის აშენების ფასზე ასევე დიდ გავლენას ახდენს გამოყენებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები — სახურავის ტიპი, შენობის თბოიზოლაცია და ფასადის გადაწყვეტა. ყველა ეს კომპონენტი ერთიან სისტემად განიხილება და საბოლოო ღირებულებაზე პირდაპირ აისახება.

სახლის აშენება - რატომ უნდა აირჩიოთ Prime Build?

სახლის აშენება რომ წარმატებით განხორციელდეს PrimeBuild დაგეხმარებათ ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს.

  • ნაკვეთის გეოლოგია და მდებარეობა: აუცილებელია ნაკვეთის შესწავლა, რათა ზუსტად განისაზღვროს საძირკვლის ტიპი და კომუნიკაციების არსებობა.
  • არქიტექტურული პროექტი: მშენებლობისთვის საჭიროა სრულყოფილი პროექტი და შესაბამისი ნებართვები მუნიციპალიტეტიდან.
  • ზუსტი ხარჯთაღრიცხვა: წინასწარ უნდა გქონდეთ გათვლილი როგორც მონოლითის მშენებლობის, ისე შიდა და გარე სამუშაოების სრული ხარჯთაღრიცხვა.
  • სამშენებლო ეტაპების დაგეგმვა: PrimeBuild უზრუნველყოფს სრულ ციკლს, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა მხარეებთან დაკავშირებული პრობლემები.
  • მკაცრად დაცული ვადები: თითოეული ეტაპი (შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი) სრულდება ზუსტად შეთანხმებულ ვადებში.
  • უმაღლესი ხარისხის მასალები: ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ სამშენებლო მასალებს.
  • ეტაპობრივი ხარისხის კონტროლი: პროცესი მიმდინარეობს პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ, რაც შეცდომების თავიდანვე აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
  • სრული პასუხისმგებლობა: პროექტირებიდან სახლის ჩაბარებამდე ყველაფერს ვაკეთებთ ერთ სივრცეში.

საკუთარი სახლის აშენება საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ შედეგი გაამართლებს ყველა მოლოდინს, თუ თქვენი სახლის მშენებლობას პროფესიონალებს ანდობთ!

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი იდეების რეალიზებაში, მზად ვართ ავაშენოთ თქვენი ოცნების სახლი მოკლე დროში! 

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება?

FAQ - ხშირად დასმული კითხვები

ელ-ფოსტა

info@primebuild.ge

ტელეფონი

+(995) 595 45 88 10