1. შესავალი
შპს პრაიმ ბილდი (შემდგომში – „კომპანია“, „ჩვენ“, ან „ჩვენი“) ადგენს ამ წესებს და პირობებს, არეგულირებს ჩვენს ვებგვერდს www.primebuild.ge და ჩვენ მიერ მოწოდებულ მომსახურებებს, მათ შორის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და რემონტის პირობებს.
ვებგვერდის გამოყენებით ან ჩვენი მომსახურებით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდი ან მომსახურებები.
2. მომსახურებები
ჩვენ სპეციალიზებული ვართ საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. ნებისმიერი მომსახურების შესრულების წინ ფორმდება ხელშკრულება, რომელსაც ეცნობა და ხელს აწერს მომხმარებელი/დამკვეთი.
ვებგვერდზე განთავსებული ფოტოები ილუსტრაციული ხასიათისაა და არ ასახავს საბოლოო შედეგს. რეალური პროექტის მოცულობა, გამოყენებული მასალები, შესრულების ვადები და ღირებულება დეტალურად განისაზღვრება საბოლოო ხელშეკრულებაში.
3. მომხმარებელი ვალდებულია:
*მოგვაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მიწის ნაკვეთის, ნებართვებისა და პროექტის შესახებ
*მიიღოთ ყველა საჭირო მშენებლობის ნებართვა და მიწის ნაკვეთამდე მიიყვანოთ კომუნიკაციები სამუშაოების დაწყებამდე.
*განახორციელოთ დროული გადახდები შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
*წერილობით დაადასტუროთ ცვლილებები მშენებლობის პროცესში.
*უზრუნველყოთ სამუშაო ადგილის უსაფრთხოება ჩვენი გუნდისთვის.
4. გადახდის პირობები
*პროექტის დასაჯავშნად საჭირო არ არის წინასწარი გადახდა
*ეტაპობრივი გადახდები ხდება ხელშეკრულებაში მითითებული განრიგის მიხედვით.
*საბოლოო გადახდა ხდება სამუშაოების დასრულებისა და ჩაბარების შემდეგ.
5. ცვლილებები მშენებლობის პერიოდში
ნებისმიერი ცვლილება დამტკიცებულ გეგმებში, მასალებში ან მოცულობაში უნდა იყოს წერილობითი და შესაძლოა გამოიწვიოს ხარჯებისა და ვადების ცვლილება. ნებისმიერი ცვლილებება უნდა შეთახნმდეს ჩვენს კომპანიასთან. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ არ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა მშენებლობის ეტაპზე პროექტში ცვლილებების შეტანაზე.
6. შესრულების ვადები
ჩვენ ვცდილობთ პროექტების დროულად დასრულებას, თუმცა გარკვეული დაგვიანებები შესაძლებელია ამინდის, მასალების დეფიციტის, ნებართვების ან ფორს-მაჟორული პირობების გამო.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ მიზეზების გამო გამოწვეულ დაგვიანებებზე.
7. გარანტიები და პასუხისმგებლობა
*ჩვენ ვიძლევით გარანტიას მშენებლობის სტრუქტურულ მხარეზე (დეტალები ხელშეკრულებაში).
*სარემონტო – ექსტერიერისა და ინტერიერის მასალებზე გარანტიის ვადა და პირობები შეესაბამება მწარმოებლის მიერ მითითებულ პირობებს.
*ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მომხმარებლის ირიბ ზიანზე.
8. ინტელექტუალური საკუთრება
ყველა დიზაინი, გეგმარება, ნახაზი და ვებგვერდის ტექსტი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ, გადააკოპიროთ, გაავრცელოთ ან სხვა გზით გამოიყენოთ ისინი ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, წინასწარ წერილობითი გაფრთხილების საშუალებით, მინიმუმ 15 დღით ადრე.
ხელშეკრულების შეწყვეტისას თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ყველა შესრულებული სამუშაოს და შეკვეთილი მასალების ღირებულება.
10. დავების გადაწყვეტა
კომპანიის წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერ დავა უნდა გადაწყდეს, თავდაპირველად, მხარეთა შორის შეთანხმებით. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს შესაბამის საქალაქო სასამართლოში.
11. ცვლილებები
ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ ეს წესები და პირობები ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში.
ვებგვერდის ან მომსახურებების შემდგომი გამოყენება ავტომატურად გულისხმობს ახალ წესებსა და პირობებზე თანხმობას.