primebuild.ge

ბინის რემონტი

ბინის რემონტი თბილისში

ბინის რემონტი გსურთ თბილისში და არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას ნებისმიერი ტიპის ობიექტზე. ჩვენს მომსახურებაში შედის ბინის რემონტი სხვადასხვა კონდიციიდან. ჩვენი მიზანია შეგიქმნათ მყუდრო და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე რემონტის ხარისხიანად შესრულებით და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებით.

რემონტის ხარისხიანად შესრულება მოითხოვს ქართული სამშენებლო და სარემონტო ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას: მასალების ასორტიმენტის და ხარისხის სწორ შეფასებას, სხვადასხვა მაღაზიებში ფასების განსხვავებების გათვალისწინებას და სამუშაო პროცესში ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვას. სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად გამძლე და ხანგრძლივი იქნება საბოლოო შედეგი და არა მხოლოდ მისი პირველადი ვიზუალური ეფექტი. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით გავუმკლავდეთ თითოეულ ამ გამოწვევას და მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, საიმედო და გრძელვადიანი შედეგი.

თუ რემონტამდე ახალი საცხოვრებლის აშენებას გეგმავთ, გაეცანით ჩვენს სერვისს – კერძო სახლის მშენებლობა.

ბინის რემონტის პროცესი
ბინის რემონტი

თუ გსურთ ბინის რემონტი, დაგვიკავშირდით! ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ხარისხიან და დროულ სარემონტო მომსახურებას.

რემონტის გაკეთება: ფასები და ძირითად განსხვავებები

მომხმარებლებს, რომლებიც ბინის რემონტს გეგმავენ, ხშირად აინტერესებთ რემონტის სახეობები, რას მოიცავს თითოეული მათგანი და რა ღირს მათი შესრულება. საქართველოს სარემონტო ბაზარზე ყველაზე გავრცელებული ტერმინებია: კოსმეტიკური რემონტი, სრული რემონტი და ევრორემონტი, თუმცა მათ შორის განსხვავებები ყოველთვის მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. მიუხედავად ამისა, ბაზარზე და საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სამუშაოებს მოიცავს თითოეული ტიპის რემონტი.

კოსმეტიკური რემონტი

კოსმეტიკური რემონტი ყველაზე მსუბუქი ტიპის რემონტია. ეს არის ბიუჯეტური და სწრაფი რემონტის ვარიანტი და მომხმარებელი მას უკვეთავს როდესაც ბინა საცხოვრებელ მდგომარეობაშია და სურს მხოლოდ ვიზუალის განახლება და სივრცის ერთგვარი გამოცოცხლება. კოსმეტიკური რემონტის ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რისი გაკეთება სურს მომხმარებელს და მისი ფასი შეიძლება მერყეობდეს 100-150 ლარის ფარგლებში. კოსმეტიკური რემონტი როგორც წესი არ მოიცავს მძიმე კონსტრუქციული სამუშაოების შესრულებას, დაქსელვის სრულ შეცვლას და ძირითადად შემოიფარგლება შემდეგით:

ბინა კოსმეტიკურად იღებება
კოსმეტიკური რემონტი

სრული რემონტი

სრული რემონტი, რომელიც ხშირად „კაპიტალური რემონტის“ სახელითაც არის ცნობილი, გულისხმობს ობიექტის სრულ გარემონტებას შავი კარკასის მდგომარეობიდან. როგორც წესი, ფართი ამ დროს არის კარკასულ და ამოშენებულ მდგომარეობაში და საჭიროებს ყველა ძირითადი სარემონტო სამუშაოს შესრულებას.

სრული რემონტი, როგორც წესი, მოიცავს ხელობის ღირებულებას, შავი მასალების და ტრანსპორტირების ხარჯებს, თუმცა მოსაპირკეთებელი მასალების ღირებულება აღნიშნულ ფასში არ შედის.

სრული რემონტი როგორც წესი მოიცავს შემდეგი ტიპის სამუშაოებს:

სრული რემონტი

თუ შავი კარკასის მაგივრად ბინის ან სახლის კონდიცია არის თეთრი ან მწვანე კარკასი შესასრულებელი სამუშაოების რაოდენობა იკლებს. რადგან კომპანიებს შორის არის სხვაობა თუ რას ნიშნავს თეთრი და მწვანე კარკასი უმჯობესია მოგვმართოთ რომ აგიხსნათ თუ რომელი ტიპის სამუშაოების ჩატარება დაგჭირდებათ და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მოგაწოდოთ.

ევრორემონტი

ევრორემონტი – ტერმინის გამოყენება რამდენიმე ათწლეულის წინ დაიწყეს ჩვენს ქვეყანაში და ასოცირდებოდა რამდენიმე დონიან ჭერთან და სხვა დეტალებთან. დღესდღეობით ევრორემონტის ქვეშ მოიაზრება ისევ და ისევ სრული რემონტი მაგრამ დიზაინერის მიერ დაპროექტებული სივრცე და მაღალი კლასის მასალებით შესრულებული რემონტი. როგორც წესი ეს მასალები სერტიფიცირებულია როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანო. რემონტის დროს გამოიყენება მაგალითად: უსუნო საღებავი, იატაკი, ჩასაშენებელი ავეჯი და სხვა. ფუნქციურად ევრორემონტი იმავე დანიშნულებას ასრულებს რასაც სრული რემონტი თუმცა ევრორემონტის დროს უდიდესი მნიშვნელობა ექცევა უფრო მაღალი კლასის ვიზუალს და დეკორატიულ ჩართვებს. ევრო რემონტის ღირებულებამ შესაძლებელია შეადგინოს 2000-3000 ლარი 1 მ2-ზე.

დამთავრებული ბინის ევრორემონტი
ევრორემონტი

როგორ ვმუშაობთ? (რემონტის ეტაპები)

იმისათვის რომ რემონტმა ჩაიაროს უპრობლემოდ და სტრესის გარეშე მომხმარებლეთან თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი:

ბინის რემონტი ხდება ეტაპობრივად, სურათზეა კაფელის დაგება
რემონტის ეტაპები

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სარემონტო კომპანია?

სარემონტო კომპანიის არჩევა

დაგვიკავშირდით დღესვე, მიიღეთ ჩვენი სპეციალისტის უფასო შეფასება და მიიღეთ ზუსტი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა.

თუ გსურთ ბინის რემონტი, დაგვიკავშირდით! ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ხარისხიან და დროულ სარემონტო მომსახურებას.

ხშირად დასმული კითხვები

რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი

ერთი კვადრატულის რემონტი განსხავებულია საცხოვრებელი ფართის კონდიციის და რემონტის ხარისხის მიხედვით. თუმცა საორენტაციოდ: შავი კარკასის რემონტი იწყება 520 ლარიდან, თეთრი კარკასის 410 ლარიდან და მწვანე კარკასის 380 ლარიდან. რაც შეეხება კოსმეტიკურ რემონტს მისი ფასი შეადგენს დაახლოებით 100-150 ლარს 1 კვადრატულზე.

ღირებულება მოიცავს მხოლოდ რემონტის ხელობის ფასებს თუ მასალების ფასსაც?

აღნიშნული ფასები მოიცავს მხოლოდ ხელობის ღირებულებას, შავი მასალების ფასს და მათი ობიექტამდე ტრანსპორტირების ხარჯებს. მოსაპირკეთებელი მასალების ღირებულება აღნიშნულ ფასში არ შედის და დამატებით ითვლება, რადგან მათი არჩევანი დამოკიდებულია დამკვეთის გემოვნებასა და სასურველ ხარისხზე.

რა ჯდება მწვანე კარკასის რემონტი?

მწვანე კარკასის რემონტი ყველაზე არაკომპლექსური რემონტია რადგან აქ პრაქტიკულად უკვე შესრულებულია სარემონტო სამუშაოების აბსოლიტური უმრავლესობა. ამიტომ ეს ფასზეც აისახება და მწვანე კარკასის რემონტი ჯდება 200 ლარი 1 მ2-ზე.

შესაძლებელია თუ არა რემონტის გაკეთება დისტანციურად თუ საქართველოში არ ვიმყოფები?

დიახ, რა თქმა უნდა. სამუშაო პროცესის პროგრესის შესახებ გაწვდით ფოტო და ვიდეო მასალას. ეს პროგრესი შეგიძლიათ შეადაროთ ხელშეკრულებაში გაწერილ ვადებს და დარწმუნდეთ რომ არ არის ჩამორჩენა. ასევე სურვილისამებრ პერიოდულად ვიდეო ზარის მეშვეობით ობიექტის უფროსი გაჩვენებთ მთლიანად ბინის სარემონტო სამუშაოებს.

შესაძლებელია თუ არა რემონტის ფასის ცვლილება მუშაობის პროცესში?

არა, რემონტის ფასი ზუსტად შეესაბამება იმ თანხას, რომელიც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული და რომელზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი. პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, თუმცა ამისათვის აუცილებელია ორივე მხარის შეთანხმება და მოქმედი ხელშეკრულების განახლება.

საშუალოდ რა დრო სჭირდება ბინის რემონტს თბილისში?

რემონტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბინის/სახლის ფართსა და სარემონტო სამუშაოების სირთულეზე. ზოგადად ერთი, ორ და სამ ოთახიანი ბინების სრულ რემონტს ჭირდება 2-3 თვე. თუმცა თუ რემონტი მოიცავს მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას სამუშაოები სრულდება გაცილებით მალე.

რომელ ქალაქებში ასრულებთ რემონტს?

ამ ეტაპზე ვემსახურებით მხოლოდ ქალაქ თბილისს და მის შემოგარენს. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით.

როგორ მივიღო რემონტის ხარჯთაღრიცხვა?

დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ. ობიექტის ნახვისა და დეტალების გაცნობის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, სადაც გაწერილი იქნება სამუშაოებისა და მასალების ღირებულება.

მხოლოდ ბინების რემონტს ასრულებთ?

არა, ვასრულებთ ნებისმიერი ტიპის ფართის რემონტს იქნება ეს საცხოვრებელი: სახლი, ბინა თუ კომერციული დანიშნულების. კომერციული ფართების შემთხვევაში პირობები განსხვავებულია. გთხოვთ მოგვმართოთ დეტალების განსახილველად აღნიშნულთან დაკავშირებით.

როგორ ხდება თანხის გადახდა?

თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. როგორც წესი რემონტის თანხა იყოფა სამ ნაწილად და ხელშეკრულებაში გაწერილია რომელი ნაწილი რომელ სამუშაოებს ხმარდება. თითო ნაწილის გადახდა ხდება შესაბამის სამუშაობთან მიმართებაში. ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია რა თანხა ხმარდება ხელობას და რა თანხა მასალებს. თანხის ეტაპობრივად გადახდა მომხმარებელს უქმნის მეტ კომფორტს და თანამშრომლობის პროცესს გამჭირვალეს ხდის.

რა გარანტია მოქმედებს შესრულებულ სამუშაოებზე?

შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება შემდეგი სახის გარანტია:
 
  • სამუშაოს ხარისხის გარანტია: ზოგადად მოქმედებს 2 წლიანი გარანტია სარემონტო სამუშაოებზე, როგორიცაა შეღებვა, მეტლახის დაგება, გიფსოკარდონი, იატაკის მოწყობა და სხვა. 
  • ელექტროობის გარანტია: ჩვეულებრივ შეადგენს 5 წელს, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ მასალებზე და სპეციალისტის სერტიფიკაციაზე. 
  • მწარმოებლის გარანტია მასალებზე: გამოყენებულ მასალებსა და ტექნიკას შესაძლოა ჰქონდეს 5-დან 30 წლამდე მწარმოებლის გარანტია, რაც დამოუკიდებელია ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების გარანტიისგან.