ლამინატის დაგება პროფესიონალურ მიდგომასა და გამოცდილებას საჭიროებს, რათა იატაკი იყოს თანაბარი, გამძლე და ვიზუალურად ესთეტიკური. ჩვენ ვასრულებთ ლამინატის მონტაჟს მაღალი ხარისხით ბინებში, კერძო სახლებში, ოფისებსა და კომერციულ ობიექტებში.
ვაგებთ სხვადასხვა სისქისა და ტიპის ლამინატს სხვადასხვა წყობით: სწორი, დიაგონალური, ფრანგული და ინგლისური („იოლკა“). ლამინატის დაგების ფასია 7–15 ლარი 1 მ²-ზე. ზუსტი ფასი დამოკიდებულია წყობის ტიპსა და დასაგებ ფართობზე.
ასევე ვასრულებთ თვითსწორებადი იატაკის დასხმას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია შესრულდეს ლამინატის იატაკის მოწყობამდე. თვითსწორებადი იატაკის დასხმის ფასი შეადგენს 8 ლარს 1 მ²-ზე.
ლამინატის დაგება ერთი შეხედვით შეიძლება მარტივ პროცესად მოგეჩვენოთ. თუმცა ის მოითხოვს მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალების ცოდნას, რათა საბოლოო შედეგი იყოს ხარისხიანი და თავიდან ავიცილოთ ლამინატის ამოყრა ან სხვა დეფექტები. ჩვენი კომპანია მკაცრად იცავს სამუშაო პროცესის ეტაპებს, რაც იდეალური შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.
ლამინატის იატაკის დაგების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. ხშირად მომხმარებლები გვიკავშირდებიან, ვისაც სურს ლამინატის დაგება იაფად ან ლამინატის დაგება 5 ლარად, თუმცა რეალურად ფასი არ არის ფიქსირებული და ყოველთვის განისაზღვრება კონკრეტული სამუშაოს პირობების მიხედვით. სტანდარტულ შემთხვევებში ლამინატის დაგების ფასი არის 7-15 ლარი 1 მ2-ზე.
ლამინატის იატაკის დაგების ფასზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
ჩვენი სერვისის არჩევის მთავარი მიზეზი არის ხარისხი, სანდოობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა.
-გამოცდილი ხელოსნები
-ხარისხიანი შესრულება
-ვადების დაცვა
-დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა
-სუფთა სამუშაო პროცესი
ლამინატის ხელოსანი უნდა ფლობდეს შესაბამის ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას, რათა სამუშაო შესრულდეს ზუსტად, ხარისხიანად და ხანგრძლივი გარანტიით. აუცილებელია ლამინატის ხელოსანმა იცოდეს განსხვავებები ლამინატის ტიპებსა და მონტაჟის თავისებურებების შორის. ასევე, ხელოსანმა მომხმარებელს უნდა მისცეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოუაროს ლამინატს რათა მისი ექსპლუატაციის ვადა მაქსიმალურად გაიზარდოს. ოფიციალური რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ უშუალოდ ლამინატის მწარმოებლისგან. ჩვენი გუნდი აერთიანებს სწორედ ასეთ სპეციალისტებს. ხელოსანთა ჯგუფი მუშაობს ობიექტზე მანამ სანამ მთლიან სამუშაოს არ დაასრულებს და მათ ეკრძალებათ რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად მუშაობა. ჩვენი უპირატესობები:
თუ ლამინირებული იატაკის დაგება სამომავლოდ გაქვთ დაგეგმილი და ამ ეტაპზე გეგმავთ სრულ რემონტს ან საცხოვრებლის აშენებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სახლის აშენების სერვისს.
ლამინატის დაგება 1 მ²-ზე ჯდება 7–15 ლარი. ზუსტი ფასი დამოკიდებულია ლამინატის ტიპზე, წყობის სახეობაზე, ფართობზე და იატაკის მდგომარეობაზე.
არა, პლინტუსის მონტაჟი დამატებითი მომსახურებაა და მისი ღირებულებაა 7 ლარი 1 გრძივ მეტრზე.
დიახ, ლამინატის იატაკის მონტაჟამდე ვასხამთ თვითსწორებად იატაკს, რაც უზრუნველყოფს ლამინატის ინსტალაციამდე სწორ და თანაბარ ზედაპირს.
დიახ, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია, თუ არსებული ზედაპირი მყარი, სტაბილური და თანაბარია. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ობიექტის ადგილზე დათვალიერების შემდეგ.
დიახ, ლამინატი მონტაჟდება სხვადასხვა წყობად: სწორად, დიაგონალზე, ფრანგულ და ინგლისურ (“იოლკა”) დიზაინში.
ლამინირებული იატაკის დაგება შესაძლებელია იატაკის გათბობის არსებობის დროს თუ გამოყენებული ლამინატი გათვლილია ასეთ პირობებზე. აუცილებელია, რომ დავიცვათ მწარმოებლის რეკომენდაციები და გამოვიყენოთ სპეციალური ქვეშსაფენი რათა მოხდეს სითბოს ეფექტური გადაცემა ლამინირებულ იატაკზე.
ინსტალაციის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფართობზე, წყობაზე და იატაკის მდგომარეობაზე. სტანდარტულ პირობებში საშუალო ზომის ბინაში სამუშაოებს სჭირდება 1-2 დღე. თუ საჭიროა თვითსწორებადი იატაკის დასხმა, ამ შემთხვევაში სამუშაოს დრო იზრდება რამდენიმე დღით.
გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იატაკის ინსტალაცია ავეჯის ეტაპობრივი გადაადგილებით. თუმცა სწრაფი და ხარისხიანი სამუშაოების შესრულებისათვის ვურჩევთ მომხმარებლებს, რომ უმჯობესია სამუშაოები დაიწყოს ცარიელ ოთახში.