ბინის რემონტი გსურთ თბილისში და არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას ნებისმიერი ტიპის ობიექტზე. ჩვენს მომსახურებაში შედის ბინის რემონტი სხვადასხვა კონდიციიდან. ჩვენი მიზანია შეგიქმნათ მყუდრო და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე რემონტის ხარისხიანად შესრულებით და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებით.
რემონტის ხარისხიანად შესრულება მოითხოვს ქართული სამშენებლო და სარემონტო ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას: მასალების ასორტიმენტის და ხარისხის სწორ შეფასებას, სხვადასხვა მაღაზიებში ფასების განსხვავებების გათვალისწინებას და სამუშაო პროცესში ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვას. სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად გამძლე და ხანგრძლივი იქნება საბოლოო შედეგი და არა მხოლოდ მისი პირველადი ვიზუალური ეფექტი. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით გავუმკლავდეთ თითოეულ ამ გამოწვევას და მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, საიმედო და გრძელვადიანი შედეგი.
თუ რემონტამდე ახალი საცხოვრებლის აშენებას გეგმავთ, გაეცანით ჩვენს სერვისს – კერძო სახლის მშენებლობა.
თუ გსურთ ბინის რემონტი, დაგვიკავშირდით! ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ხარისხიან და დროულ სარემონტო მომსახურებას.
მომხმარებლებს, რომლებიც ბინის რემონტს გეგმავენ, ხშირად აინტერესებთ მისი სახეობები, რას მოიცავს თითოეული მათგანი და რა ღირს მათი შესრულება. საქართველოს ბაზარზე ყველაზე გავრცელებული ტერმინებია: კოსმეტიკური რემონტი, სრული რემონტი და ევრორემონტი, თუმცა მათ შორის განსხვავებები ყოველთვის მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. მიუხედავად ამისა, ბაზარზე და საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სამუშაოებს მოიცავს თითოეული ტიპი. თუ თქვენ აპირებთ შენობის ფასადში ცვლილებების შეტანას აუცილებელია შესაბამისი მოთხოვნების გადამოწმება თბილისის არქიტექტურის სამსახურში.
კოსმეტიკური რემონტი ყველაზე მსუბუქი ტიპის რეკონსტრუქციაა. ეს არის ბიუჯეტური და სწრაფი ვარიანტი და მომხმარებელი მას უკვეთავს როდესაც ბინა საცხოვრებელ მდგომარეობაშია და სურს მხოლოდ ვიზუალის განახლება და სივრცის ერთგვარი გამოცოცხლება. კოსმეტიკური რემონტის ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რისი გაკეთება სურს მომხმარებელს და მისი ფასი შეიძლება მერყეობდეს 100-150 ლარის ფარგლებში. კოსმეტიკური რემონტი როგორც წესი არ მოიცავს მძიმე კონსტრუქციული სამუშაოების შესრულებას, დაქსელვის სრულ შეცვლას და ძირითადად შემოიფარგლება შემდეგით:
სრული რემონტი, რომელიც ხშირად „კაპიტალური რემონტის“ სახელითაც არის ცნობილი, გულისხმობს ობიექტის სრულ გარემონტებას შავი კარკასის მდგომარეობიდან. როგორც წესი, ფართი ამ დროს არის კარკასულ და ამოშენებულ მდგომარეობაში და საჭიროებს ყველა ძირითადი სამუშაოს შესრულებას.
სრული რემონტი, როგორც წესი, მოიცავს ხელობის ღირებულებას, შავი მასალების და ტრანსპორტირების ხარჯებს, თუმცა მოსაპირკეთებელი მასალების ღირებულება აღნიშნულ ფასში არ შედის.
სრული რემონტი როგორც წესი მოიცავს შემდეგი ტიპის სამუშაოებს:
თუ შავი კარკასის მაგივრად ბინის ან სახლის კონდიცია არის თეთრი ან მწვანე კარკასი შესასრულებელი სამუშაოების რაოდენობა იკლებს. რადგან კომპანიებს შორის არის სხვაობა თუ რას ნიშნავს თეთრი და მწვანე კარკასი უმჯობესია მოგვმართოთ რომ აგიხსნათ თუ რომელი ტიპის სამუშაოების ჩატარება დაგჭირდებათ და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მოგაწოდოთ.
ევრორემონტი – ტერმინის გამოყენება რამდენიმე ათწლეულის წინ დაიწყეს ჩვენს ქვეყანაში და ასოცირდებოდა რამდენიმე დონიან ჭერთან და სხვა დეტალებთან. დღესდღეობით ევრორემონტის ქვეშ მოიაზრება ისევ და ისევ სრული რემონტი მაგრამ დიზაინერის მიერ დაპროექტებული სივრცე და მაღალი კლასის მასალებით შესრულებული სამუშაოები. როგორც წესი ეს მასალები სერტიფიცირებულია როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანო. სამუშაოების დროს გამოიყენება მაგალითად: უსუნო საღებავი, იატაკი, ჩასაშენებელი ავეჯი და სხვა. ფუნქციურად ევრორემონტი იმავე დანიშნულებას ასრულებს რასაც სრული თუმცა ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ექცევა უფრო მაღალი კლასის ვიზუალს და დეკორატიულ ჩართვებს. ევრო რემონტის ღირებულებამ შესაძლებელია შეადგინოს 2000-3000 ლარი 1 მ2-ზე.
იმისათვის რომ სამუშაოებმა ჩაიაროს უპრობლემოდ და სტრესის გარეშე მომხმარებლეთან თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი:
რემონტის ხელოსნების ხელობის ფასები 2026 წელს დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტიპსა და მოცულობაზე. საორენტაციოდ გთავაზობთ ჩვენს კომპანიაში მომუშავე ხელოსნების ხელობის ფასებს 2026 წელს:
-კედლის გალესვა 15 ლ/მ2
-კედლის დაშპაკლვა 8 ლ/მ2
-ჭერის შეღებვა 10 ლ/მ2
-კედლის შეღებვა 10 ლ/მ2
-მეტლახის დაგება 30 ლ/მ2
-თაბაშირ-მუყაოს მონტაჟი 20 ლ/მ2
-შპალერის გაკვრა 15 ლ/მ2
-ელექტრო წერტილების მონტაჟი 25 ლ/წერტილი
-უნიტაზის მონტაჟი 100 ლ/ცალი
-ნიჟარის მონტაჟი 120 ლ/ცალი
-კარის მონტაჟი 110 ლ/ცალი
ბინის რემონტის ხელოსნები მუშაობენ როგორც ცალკეულ სამუშაოებზე ასევე მთლიან რემონტებზე. ასეთ შემთხვევებში ფასი განსხვავებულია და უნდა მოხდეს მისი წინასწარ შეთახმება.
დაგვიკავშირდით დღესვე, მიიღეთ ჩვენი სპეციალისტის უფასო შეფასება და მიიღეთ ზუსტი სარემონტო ხარჯთაღრიცხვა.
თუ გსურთ ბინის რემონტი, დაგვიკავშირდით! ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ხარისხიან და დროულ სარემონტო მომსახურებას.
ერთი კვადრატულის რემონტის ფასი განსხავებულია საცხოვრებელი ფართის კონდიციის და მასალების ხარისხის მიხედვით. თუმცა საორენტაციოდ: შავი კარკასის რემონტი იწყება 520 ლარიდან, თეთრი კარკასის 410 ლარიდან და მწვანე კარკასის 380 ლარიდან. რაც შეეხება კოსმეტიკურს მისი ფასი შეადგენს დაახლოებით 100-150 ლარს 1 კვადრატულზე.
აღნიშნული ფასები მოიცავს მხოლოდ ხელობის ღირებულებას, შავი მასალების ფასს და მათი ობიექტამდე ტრანსპორტირების ხარჯებს. მოსაპირკეთებელი მასალების ღირებულება აღნიშნულ ფასში არ შედის და დამატებით ითვლება, რადგან მათი არჩევანი დამოკიდებულია დამკვეთის გემოვნებასა და სასურველ ხარისხზე.
დიახ, რა თქმა უნდა. სამუშაო პროცესის პროგრესის შესახებ გაწვდით ფოტო და ვიდეო მასალას. ეს პროგრესი შეგიძლიათ შეადაროთ ხელშეკრულებაში გაწერილ ვადებს და დარწმუნდეთ რომ არ არის ჩამორჩენა. ასევე სურვილისამებრ პერიოდულად ვიდეო ზარის მეშვეობით ობიექტის უფროსი გაჩვენებთ მთლიანად ბინის სამუშაოებს.
არა, ფასი ზუსტად შეესაბამება იმ თანხას, რომელიც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული და რომელზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი. პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, თუმცა ამისათვის აუცილებელია ორივე მხარის შეთანხმება და მოქმედი ხელშეკრულების განახლება.
შესრულების ვადები დამოკიდებულია ბინის/სახლის ფართსა და სამუშაოების სირთულეზე. ზოგადად ერთი, ორ და სამ ოთახიანი ბინების ყველა სამუშაოს დასრულებას ჭირდება 2-3 თვე. თუმცა თუ პროექტი მოიცავს მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას სამუშაოები სრულდება გაცილებით მალე.
ამ ეტაპზე ვემსახურებით მხოლოდ ქალაქ თბილისს და მის შემოგარენს. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით.
დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ. ობიექტის ნახვისა და დეტალების გაცნობის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, სადაც გაწერილი იქნება სამუშაოებისა და მასალების ღირებულება.
არა, ვასრულებთ ნებისმიერი ტიპის ფართის რემონტს იქნება ეს საცხოვრებელი: სახლი, ბინა თუ კომერციული დანიშნულების. კომერციული ფართების შემთხვევაში პირობები განსხვავებულია. გთხოვთ მოგვმართოთ დეტალების განსახილველად აღნიშნულთან დაკავშირებით.
თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. როგორც წესი თანხა იყოფა სამ ნაწილად და ხელშეკრულებაში გაწერილია რომელი ნაწილი რომელ სამუშაოებს ხმარდება. თითო ნაწილის გადახდა ხდება შესაბამის სამუშაობთან მიმართებაში. ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია რა თანხა ხმარდება ხელობას და რა თანხა მასალებს. თანხის ეტაპობრივად გადახდა მომხმარებელს უქმნის მეტ კომფორტს და თანამშრომლობის პროცესს გამჭირვალეს ხდის.
შავი კარკასის რემონტის ფასი 2026 წელს არის 520 ლარი 1მ2-ზე. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ბინის ფართობზე, სარემონტო სამუშაოების სირთულეზე და მოცულობაზე. ზუსტი ფასი დგინდება ობიექტის ადგილზე შეფასების შემდეგ.
თეთრი კარკასის რემონტის ფასი არის 410 ლ 1მ2-ზე. აქ სამუშაოების მოცულება შედარებით ნაკლებია და შავი სამუშაოები თითქმის ყველა შესრულებულია. მომხმარებელი მიიღებს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას სადაც გაწერილია სამუშაოების მოცულობა და ფასები.
მწვანე კარკასის რემონტი ყველაზე არაკომპლექსურია რადგან აქ პრაქტიკულად უკვე შესრულებულია ძირითადი სამუშაოების აბსოლიტური უმრავლესობა. ამიტომ ეს ფასზეც აისახება და მწვანე კარკასის რემონტი ჯდება 380 ლარი 1 მ2-ზე.
კოსმეტიკური რემონტის ფასი არის 100-150 ლარი 1მ2-ზე. ამ ტიპის რემონტი სრულდება მინიმალური მასალების დანახარჯით მცირე დროში. ამიტომ ვადები და სამუშაოს ღირებულება ყველაზე მინიმალურია სხვა კონდიციებთან შედარებით.
სრული რემონტის ფასის დასათვლელად მომხარებელთან შეხვედრის შემდეგ ხდება შერჩეული მასალების ღირებულების და რაოდენობის დათვლა. ამის შემდეგ ფასს ემატება ხელობის თანხა რის შემდეგაც დამკვეთი ღებულობს რემონტის საბოლოო ღირებულებას.