primebuild.ge

სახლის აშენება

სახლის აშენება -saxlis-aSeneba
სახლის აშენება, Savi karkasis aSeneba fasi
სახლის მშენებლობა ფასები
სახლის აშენება, ra jdeba 100 kvadratuli saxlis aSeneba
სახლის აშენება, kerzo saxlis aSeneba fasi.
ბლოკის სახლის აშენება

სახლის აშენება: ოცნების სახლის შექმნის გზა!

კერძო სახლის აშენება საქართველოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კომპანია უკვე 12 წელია აშენებს თანამედროვე, ენერგოეფექტურ და სეისმურად მდგარ სახლებს თბილისში და მის შემოგარენში. 2026 წლის მონაცემებით, შავი კარკასის მშენებლობა იწყება $180 (480GEL) 1/მ²-დან (მასალების ჩათვლით) და მოიცავს სრულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას. შავი კარკასის ეტაპის მშენებლობა საშუალოდ 3–4 თვე გრძელდება, ხოლო სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ თეთრი და მწვანე კარკასის სრულ მომსახურებას.

  • შავი კარკასი: $180 –$200 (480-530 GEL) / მ²
  • მშენებლობის ვადა: 3–4 თვე
  • ლოკაცია: თბილისი და შემოგარენი
  • გამოცდილება: 12 წელი
  • სერვისი: შავი, თეთრი, მწვანე კარკასი

სანამ მშენებლობას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ჯდება 1 კვ მ კერძო სახლის აშენება სხვადასხვა კონდიციაში და როგორ ნაწილდება ხარჯები თითოეულ ეტაპზე. ამ გვერდზე დეტალურად განვიხილავთ 2026 წლის მშენებლობის ფასებს, პროცესის ძირითად ეტაპებს და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი სახლი.

შავი

შავი კარკასი

$ 180
/ m
  • მიწის სამუშაოები
  • საძირკვლის მოწყობა
  • არმატურა A500C, ბეტონი B25
  • საყალიბე სისტემის მოწყობა
  • ბეტონის ჩასხმა
  • კიბის უჯრედის მოწყობა
თეთრი

თეთრი კარკასი

$ 250
/ m
  • კედლების ამოშენება
  • კედლების დათბუნება ქვაბამბით
  • ფასადის გალესვა
  • იატაკის მოჭიმვა
  • კედლების შებათქაშება
  • ჭერის მოწყობა
  • კარფანჯრების ჩასმა
  • შესასვლელი კარის ჩასმა
  • სახურავის ჰიდროიზოლაცია
  • სახურავის დათბუნება
მწვანე

მწვანე კარკასი

$ 320
/ m
  • კანალიზაციის დაქსელვა
  • ელექტროენერგიის დაქესლვა
  • გაზის მილის გაყვანა
  • რადიატორების წერტილები
  • წყლის მილების გაყვანა
  • გაზის ქსელზე მიერთება

გსურთ სახლის აშენება ზედმეტი სტრესის გარეშე? დაგვიკავშირდით დღესვე!

Prime Build – 115-ზე მეტი დასრულებული პროექტი და კმაყოფილი დამკვეთი. გაიგეთ თქვენი მომავალი სახლის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა 24 საათში.

შავი კარკასის აშენება ფასი

შავი კარკასი

2026 წლის მონაცემებით, 1 კვ მ კერძო სახლის შავი კარკასის აშენება საშუალოდ ჯდება $180 –$200 (480-530 GEL), პროექტის სირთულისა და ნაკვეთის მდგომარეობის მიხედვით.
შავი კარკასი მოიცავს შესრულებულ მიწის სამუშაოებს, საძირკველს, ბეტონის კოლონებსა და რიგელებს, მონოლითურ ფილებს სართულებს შორის, სახურავის ფილის დასხმას, კიბის ბეტონის კონსტრუქციას და გარე და შიდა კედლების ბლოკით (30 სმ / 15 სმ) ამოშენებას.

შავი კარკასი მეპატრონეს აძლევს საშუალებას ნაკვეთზე განათავსოს შენობის კონსტრუქციული ჩონჩხი და მომავალში ეტაპობრივად განაგრძოს სამშენებლო სამუშაოები, რათა სახლი მიიყვანოს საცხოვრებელ კონდიციამდე.

ზუსტი ხარჯთაღრიცხვის მისაღებად აუცილებელია ინდივიდუალური პროექტისა და ნაკვეთის შეფასება.

თეთრი კარკასი

თეთრი კარკასი

დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი კონდიციაა. შავ კარკასთან შედარებით ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია დამატებითი სამუშაოები, როგორიცაა რკინის შესასვლელი კარი, კარ-ფანჯრები, მოჭიმული იატაკი და გალესილი კედლები. ფაქტობრივად, სახლი მზად არის რემონტის დასაწყებად.

ეს კონდიცია მნიშვნელოვნად ზოგავს დამკვეთის დროსა და ძალისხმევას. ხშირად ამ ეტაპზე ხორციელდება ასევე ღობის მოწყობა, ჭიშკრის მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობაც. თეთრი კარკასის საორენტაციო ღირებულება $280-$350 (750-940 GEL) ფარგლებშია.

მწვანე კარკასი

ამ კონდიციის განსაზღვრება შეიძლება განსხვავდებოდეს კომპანიიდან კომპანიამდე, თუმცა ზოგადად ის წარმოადგენს თეთრი კარკასის გაფართოებულ ვერსიას. ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია ელექტრო გაყვანილობა, გათბობის მილების მონტაჟი, სანტექნიკური სისტემები და ყველა აუცილებელი დაქსელვა და ღირებულება 1 მ2-ზე მერყეობს $350-$420 (940-1130 GEL).

სრული რემონტი

სრული რემონტი

რემონტის კონდიცია დამკვეთს კიდევ უფრო უმარტივებს მშენებლობის პროცესს. ამ დროისთვის დასრულებულია კარკასის მშენებლობა, ამოყვანილია გარე და შიდა კედლები, შესრულებულია თბო და ჰიდროიზოლაცია, მოწესრიგებულია ფასადი და მოწესრიგებულია ეზო. რემონტის ეტაპზე დამკვეთი ირჩევს სასურველ მასალებს და ამის შემდეგ მიმდინარეობს იატაკის, კედლებისა და ჭერის მოპირკეთება ანუ სახლი სრულად მომზადებულია საბოლოო მოპირკეთებისთვის. რემონტის ეტაპი იმდენად ინდივიდუალურია რომ მისი ბიუჯეტის დიაპაზონი საკმაოდ დიდია.

თითოეული მშენებლობის კონდიცია ხასიათდება თავისი თავისებურებებით. შავი კარკასი ყველაზე მინიმალური პაკეტია რითაც შეიძლება დამკვეთმა დაიწყოს მშენებლობა და ეტაპობრივად ბიუჯეტიდან და სურვილიდან გამომდინარე გააგრძელოს ის. სახლი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით კი ყველაზე კომფორტული კონდიციაა რაც დამკვეთს უზოგავს ყველაზე მეტ დროის და ორგანიზების რესურსს.

სრული რემონტი ავეჯით

სრული რემონტი ავეჯით

რემონტი ავეჯით ნიშნავს, რომ სახლი სრულად არის გარემონტებული და მასში უკვე შეტანილია ავეჯი, შესაბამისად ის პრაქტიკულად მზად არის საცხოვრებლად. სახლში მოწყობილია შემოსასვლელი, სამზარეულო, მისაღები და საძინებლის MDF ავეჯი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის გემოვნების მიხედვით.

საკუთარი სახლის აშენება საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ შედეგი გაამართლებს ყველა მოლოდინს, თუ თქვენი სახლის მშენებლობას პროფესიონალებს ანდობთ!

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი იდეების რეალიზებაში, მზად ვართ ავაშენოთ თქვენი ოცნების სახლი მოკლე დროში! 

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება?

სახლის მშენებლობის ეტაპები

სახლის მშენებლობის პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად რაც ამარტივებს თითოეული ეტაპის მენეჯმენტს, მის დროში გაწერას და ბიუჯეტის გამოყოფას. ეს ეტაპებია:

მიწის ნაკვეთის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ დეტალებს:

  • მდებარეობა: ქალაქში, გარეუბანში თუ სოფელში.
  • შეზღუდვები: უნდა შეისწავლოთ თუ რა შეზღუდვები აქვს თქვენს მიერ შერჩეულ ნაკვეთს. საზღვრებიდან რამდენ მეტრზე არის დასაშვები სახლის აშენება, უნდა შეისწავლოთ კოეფიციენტები და მიწის სტატუსი ნაკვეთის შეწყიდვამდე.
  • კომუნიკაციები: თუ ნაკვეთზე არის წყალი, ელექტროენერგია, გაზი, კანალიზაცია ეს თქვენ თავიდან აგარიდებთ დამატებით ხარჯებს.

 

ნაკვეთის შერჩევის შემდეგ უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი. ბიუჯეტში უნდა შეიყვანოთ შემდეგი ხარჯები:

  • მასალები: შენობის მასალები, ინტერიორი და ექსტერიერი, ღობის და ეზოს მოწყობა.
  • სახლის მშენებლობაში მონაწილე პერსონალის ხელფასები: მშენებლების ბრიგადა, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები და სხვა სპეციალისტები.
  • დამატებითი ხარჯები: მასალების ტრანსპორტირება, ნებართვები, შენობის ჩაბარება და სხვა.

 

მას შემდეგ რაც იცით თუ რა ბიუჯეტი გაქვს განსაზღვრული შეგიძლიათ გადახვიდეთ პროექტის შედგენაზე. ამ ეტაპს ყველაზე დიდი გავლენა აქვს მშენებლობის პროცესზე, ხარჯებზე და დროზე.

  • არქიტექტურული პროექტი: სახლის გარე და შიდა ფართის პროექტირება.
  • კონსტრუქციული პროექტი: სახლის სტრუქტურა და მასალები.
  • ინჟინერული პროექტები: ელექტრომომარაგება, სანტექნიკა, გათბობა.

 

ნებართვების მიღება:

  • მშენებლობის ნებართვა: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან.
  • სხვა ნებართვები: საჭიროების შემთხვევაში.

 

მშენებლობა:

  • საძირკვლის მოწყობა: სახლის ფუნდამენტი.
  • კარკასი: ძირითადი რკინა ბეტონის კონსტრუქცია.
  • შიდა და გარე სამუშაოები: იატაკი, კედლები, ჭერი, ფანჯრები, კარები.

 

სახლის ჩაბარება:

  • სახლის ინსპექტირება: შემოწმება და დეფექტების აღმოჩენა.
  • დოკუმენტაციის გაფორმება: საკუთრების უფლების დადასტურება.

კერძო სახლის აშენება ფასი: ფაქტორები

პირველ რიგში, მშენებლობის ფასის დათვლისას ჩვენი გუნდი აფასებს არსებულ მიწის ნაკვეთს – მის ფორმას, რელიეფის ტიპს, დახრას და ზოგადად მიწის სამუშაოების მოცულობას. მნიშვნელოვანია რამდენად იოლად დამუშავებადია გრუნტი და საჭირო გახდება თუ არა დამატებითი გამაგრებები, ზედმეტი მიწის გატანა ან ნაკლებობის შემთხვევაში შემოტანა.

მიწის ნაკვეთის მახასიათებლებთან ერთად ყურადღება ექცევა მის ადგილმდებარეობასაც. რაც უფრო შორს არის ნაკვეთი ქალაქიდან, მით უფრო იზრდება არა მხოლოდ სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების ხარჯი, არამედ მუშახელის ანაზღაურებაც – საცხოვრებლის, გადაადგილებისა და ყოველდღიური ხარჯების გამო.

შემდეგ ეტაპზე განიხილება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის სირთულე – რამდენად მარტივი ან რთულია დაგეგმარება, რა მოცულობის რკინაბეტონია საჭირო და მოიცავს თუ არა პროექტი მიწისქვეშა სამუშაოებს (სარდაფი, ტექნიკური ოთახი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბიუჯეტს. ხშირად დამატებით ფაქტორად ითვლება საცურაო აუზის და ღობის კონსტრუქციაც, რომლის შესრულებაც ცალკე ხარჯებსა და დროს საჭიროებს.

ასევე ფასზე დიდ გავლენას ახდენს გამოყენებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები — კედლების ტიპი, სახურავის კონსტრუქცია, ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია და ფასადის გადაწყვეტა. ყველა ეს კომპონენტი ერთიან სისტემად განიხილება და საბოლოო ღირებულებაზე პირდაპირ აისახება.

დამატებით გასათვალისწინებელია არჩეული სამშენებლო კონდიცია (შავი, თეთრი, მწვანე კარკასი ან სრული რემონტი), ინჟინრული სისტემები — ელექტროობა, გათბობა, სანტექნიკა — და მშენებლობის ვადები.

საბოლოოდ, სახლის ფასი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის მახასიათებლებზე, პროექტის კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილზე, გამოყენებულ მასალებსა და შესრულების მოცულობაზე. სწორედ ამიტომ ზუსტი ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ჯდება 100 კვადრატული სახლის აშენება?

  • შავი კარკასი: $18,000–$20,000 (48,600-54,000 ლარი) 
  • თეთრი კარკასი: $28,000–$35,000 (75,600-94,500 ლარი)
  • მწვანე კარკასი: $35,000–$42,000 (94,500-113,400 ლარი)
  • სრული რემონტი: $50,000+ (135,000 ლარი+) (ინდივიდუალური დიზაინი/მასალები)

 

პრაქტიკაში, ასეთ ფართობზე შავი კარკასის მშენელობა ჯდება დაახლოებით $18,000–$20,000 ფარგლებში და მოიცავს მხოლოდ შენობის კონსტრუქციულ ჩონჩხს. თუ მიზანია სახლი მიიყვანოთ თეთრი კარკასის დონემდე (გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, კარ-ფანჯრები), ბიუჯეტი საშუალოდ იზრდება $28,000–$35,000-მდე. მწვანე კარკასის შემთხვევაში, სადაც უკვე შესრულებულია ელექტროობა, სანტექნიკა და გათბობის სისტემები, 100 კვ მ სახლის ღირებულება, როგორც წესი, მერყეობს $35,000–$42,000 ფარგლებში. სრულად დასრულებული სახლის ფასი კი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არჩეულ მასალებსა და დიზაინზე, თუმცა პრაქტიკაში ასეთი პროექტები ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით $50,000-დან ზემოთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეს ციფრები საორიენტაციოა — საბოლოო ღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს მიწის ნაკვეთი, პროექტის სირთულე და არჩეული სამშენებლო კონდიცია.

რამდენ ხანში სრულდება მშენებლობა?

სახლის მშენებლობის ვადებზე გავლენას ახდენს მიწის სამუშაოების სირთულე და მოცულობა, არჩეული პროექტის კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და ასევე სეზონი, რომლის დროსაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

სტანდარტული ორ-სართულიანი (დაახლოებით 240 მ²) კერძო სახლის შავი კარკასის დასრულებას საშუალოდ სჭირდება 3–4 თვე.
თუ მიზანია იგივე სახლის მწვანე კარკასის დონემდე მიყვანა, ამას, როგორც წესი, ემატება დაახლოებით 2-3 თვე.

სრული რემონტის ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არჩეულ მასალებსა და დიზაინზე.

შესაძლებელია თუ არა ეტაპობრივად გადახდა?

დიახ — ჩვენი კომპანია მუშაობს ეტაპობრივი გადახდის სისტემით. თანხის გადახდა ხორციელდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.

მაგალითად, შავი კარკასის სრული ღირებულება ნაწილდება ოთხ ეტაპად:

  • 25% – მიწის სამუშაოებისა და საძირკვლის ჩასხმის შემდეგ.
  • 25% – პირველი სართულის ფილის დასხმის შემდეგ.
  • 25% – მეორე სართულის ფილის დასრულების შემდეგ.
  • 25% – სახურავის ფილის დასხმის შემდეგ.

 

ეს მოდელი დამკვეთს აძლევს ფინანსური კონტროლისა და პროცესის გამჭვირვალობის შესაძლებლობას. ამის გარდა თანხის გადახდა ხდება მხოლოდ ეტაპების დამთავრების შემდეგ.

ფასში შედის თუ არა მასალის ხარჯები?

დიახ, ზემოთ მოცემულ ფასებში სამშენებლო მასალების ღირებულება შედის. თუმცა სურვილის შემთხვევაში დამკვეთს შეუძლია თავად შეიძინოს მასალები და მიიტანოს სამშენებლო მოედანზე. ამ შემთხვევაში ის ჩვენ კომპანიაში გადაიხდის მხოლოდ ხელობის თანხას რაც შავი კარკასის შემთხვევაში დაახლოებით მთლიანი ღირებულების 50%.

აკეთებთ თუ არა დაპროექტებას?

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია უშუალოდ სამშენებლო პროცესის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ მიწის ნაკვეთს, არქიტექტორთან შეათანხმებთ პროექტს და მიიღებთ მშენებლობის ნებართვას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ — ჩვენი გუნდი მოგიმზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომლის საფუძველზეც შეძლებთ მშენებლობის ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომ მშენებლობის პროცესის დაწყება.

შესაძლებელია თუ არა ცვლილებების შეტანა მშენებლობის პროცესში?

დიახ, პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მშენებლობის პროცესშიც, თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კონსტრუქციული ცვლილებები შესაძლოა აისახოს როგორც სამუშაოების ვადებზე, ისე საბოლოო ღირებულებაზე.

ხართ თუ არა პასუხისმგებელი სახლის ჩაბარებაზე?

დიახ, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სახლის მშენებლობის პროცესს პროექტის სრული დაცვით და მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად. ეს ყოველივა გაგიმარტივებთ სახლის ჩაბარების პროცესს და თავიდან აგაცილებთ დახარვეზებას, ჯარიმების გადახდას და სხვა პრობლემებს.

იყენებთ თუ არა ხარისხიან და სეისმურად უსაფრთხო მასალებს?

დიახ, სტრუქტურული სიმტკიცის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიყენებთ A500C ხარისხის არმატურას და B25 ბეტონს. ეს მასალები შეესაბამება აღიარებულ ევროპულ სტრუქტურულ სტანდარტებს (EN 10080) არმატურისთვის და EN 206 ბეტონის სიმტკიცისთვის), რაც უზრუნველყოფს მაღალ დატვირთვის გამძლეობას და სეისმურ მდგრადობას. სხვა მასალები შეირჩევა პროექტის სპეციფიკისა და დამკვეთთან შეთანხმების მიხედვით.

ჩვენი ინჟინრები ფლობენ სერტიფიკატებს სტრუქტურული უსაფრთხოების, პროექტების მართვის (PMP) და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი სამშენებლო მეთოდები დაფუძნებულია როგორც პრაქტიკულ გამოცდილებაზე, ასევე კვლევით ინჟინრულ პრინციპებზე.

მუშაობთ თუ არა ხელშეკრულების საფუძველზე?

დიახ, ყველა პროექტი ხორციელდება ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის განსაძრვრული სამუშაოების ვადები, ეტაპები, ხარჯები და ანგარიშსწორების გრაფიკი რაც არის პროცესის გამჭირვალობის და ორივე მხარის დაცულობის გარანტია.

შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტი გაიზარდოს მშენებლობის პროცესში?

არა, ჩვენთან თანამშრომლობის დროს გადმოგეცემათ დეტალურად გაწერილი სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა თითოეული ეტაპის მიხედვით. ეს გამორიცხავს გაუთვალისწინებელი ხარჯებს. ამის გარდა ბიუჯეტი შეთანხმებულია ხეშეკრულებაში რაც კიდევ ერთი დაცვის გარანტიაა დამკეთისთვის.

კერძო სახლის აშენება არის კომპლექსური პროცესი, რომელიც საჭიროებს სწორ დაგეგმვას, რეალურ ბიუჯეტს და გამოცდილ გუნდს. სწორად შერჩეული პროექტი და სამშენებლო კომპანია დაგიზოგავთ დროს, ფინანსებს და თავიდან აგაცილებთ შეცდომებს.

თუ გსურთ სანდოდ და ხარისხიანად აშენებული სახლი, დაგვიკავშირდით – დაგეხმარებით პროცესის სრულ მართვაში.