primebuild.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. შესავალი

შპს პრაიმ ბილდი პატივს სცემს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და ვალდებულია უზრუნველყოს მათი დაცვა.

ამ პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ და ვიცავთ თქვენს ინფორმაციას ვებგვერდის მონახულების, ხელშეკრულების გაფორმების ან ჩვენთან კომუნიკაციისას.

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონისა და სხვა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

2. რა ტიპის ინფორმაცია გროვდება?

ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი ტიპის პერსონალურ მონაცემებს:

*საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი.
*პროექტის დეტალები: მიწის ნაკვეთის მისამართი, ფოტოები, შეთანხმებული პროექტი, ბიუჯეტი.
*ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ინფორმაცია, ინფორმაციული ფაილები.
*ხელშეკრულებისა და გადახდის მონაცემები: საბანკო რეკვიზიტები
*კომუნიკაციის მონაცემები: ელფოსტები და შეტყობინებები.

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა სახლის მშენებლობის მომსახურების გასაწევად ან ვებგვერდის გაუმჯობესებისთვის.

3. რა მიზნებისთვის გამოიყენება შეგროვებული ინფორმაცია?

ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

*შეკითხვებზე პასუხის გაცემისა და შეთავაზებების მოსამზადებლად.
*ხელშეკრულებების მოსამზადებლად.
*ვებგვერდისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.
*იურიდიული ვალდებულებების შესრულებისთვის.
*მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის.

4. მონაცემების გაზიარება

ჩვენ შეიძლება გავაზიაროთ თქვენი მონაცემები:

*სანდო მესამე მხარეებთან, როგორიცაა არქიტექტორები, ინჟინრები, მასალების მიმწოდებლები, იურისტები, ბუღალტრები, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ამ მონაცემების კონფიდენციალურობა.
*სახელმწიფო ორგანოებთან კანონით მოთხოვნის შემთხვევაში.

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს.


5. მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ ზომებს (დაშიფვრა, უსაფრთხო სერვერები, წვდომის კონტროლი), რათა უზრუნველვყოთ თქვენი მონაცემების დაცვა უცხო პირების წვდომისგან და არასათანადო გამოყენებისგან.


6. ინფორმაციული ფაილები

ჩვენი ვებგვერდი იყენებს აუცილებელ ქუქებს, როგორიცაა მაგ. Google Analytics – საიტის უკეთესი მუშაობისა და ვიზიტორთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ქუქები ბრაუზერის პარამეტრებში.

7. მომხმარებლის უფლებები

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს:

*მოითხოვოთ წვდომა, შესწორება ან წაშლა მისი მონაცემების.
*კომპანიას შეუზღუდოს მისი მონაცემების დამუშავება.

თქვენი უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ info@primebuild.ge. ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას 30 დღის განმავლობაში.


8. მონაცემთა შენახვის ვადა

ჩვენ ვინახავთ მომხმარებლის მონაცემებს მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ჩვენი ბიზნეს მიზნებისთვის და დაშვებულია კანონით. პროექტის დასრულების შემდეგ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია ნადგურდება.

9. პოლიტიკის ცვლილებები

ჩვენ შეგვიძლია განვაახლოთ ეს პოლიტიკა, მაგალითად საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების, ჩვენი სერვისების გაუმჯობესების ან ვებსაიტის ოპტიმიზაციისთვის.

საიტის გამოყენებით ან ჩვენი სერვისების სარგებლობით თქვენ ეთანხმებით პოლიტიკის განახლებულ ვერსიას.