Skip to main content

primebuild.ge

სახლის აშენება

მთავარი » სახლის აშენება

სახლის აშენება: შავი კარკასის აშენების ფასი

სახლის აშენება საქართველოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კომპანია უკვე 12 წელია აშენებს თანამედროვე, ენერგოეფექტურ და სეისმურად მდგარ სახლებს თბილისში და მის შემოგარენში. 2026 წლის მონაცემებით, შავი კარკასის მშენებლობა იწყება $180 (480GEL) 1/მ²-დან (მასალების ჩათვლით) და მოიცავს სრულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციას. შავი კარკასის ეტაპის მშენებლობა საშუალოდ 3–4 თვე გრძელდება, ხოლო სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ თეთრი და მწვანე კარკასის სრულ მომსახურებას.

  • შავი კარკასი: $180 –$200 (480-530 GEL) / მ²
  • მშენებლობის ვადა: 3–4 თვე
  • ლოკაცია: თბილისი და შემოგარენი
  • გამოცდილება: 12 წელი
  • სერვისი: შავი, თეთრი, მწვანე კარკასი

სახლის აშენების დაწყებამდე, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ჯდება 1 კვ მ კერძო სახლის აშენება სხვადასხვა კონდიციით და როგორ ნაწილდება ხარჯები თითოეულ ეტაპზე. ამ გვერდზე დეტალურად განვიხილავთ ჩვენი სამშენებლო კომპანიის 2026 წლის მშენებლობის ფასებს, პროცესის ძირითად ეტაპებს და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი სახლი.

სახლის აშენება
სახლის აშენება

რა ჯდება 100 კვადრატული სახლის აშენება - ფასები კარკასული მდგომარეობის მიხედვით

შავი

შავი კარკასი

$ 180
/ m
  • მიწის სამუშაოები
  • საძირკვლის მოწყობა
  • არმატურა A500C, ბეტონი B25
  • საყალიბე სისტემის მოწყობა
  • ბეტონის ჩასხმა
  • კიბის უჯრედის მოწყობა
თეთრი

თეთრი კარკასი

$ 250
/ m
  • კედლების ამოშენება
  • კედლების დათბუნება ქვაბამბით
  • ფასადის გალესვა
  • იატაკის მოჭიმვა
  • კედლების შებათქაშება
  • ჭერის მოწყობა
  • კარფანჯრების ჩასმა
  • შესასვლელი კარის ჩასმა
  • სახურავის ჰიდროიზოლაცია
  • სახურავის დათბუნება
მწვანე

მწვანე კარკასი

$ 320
/ m
  • კანალიზაციის დაქსელვა
  • ელექტროენერგიის დაქესლვა
  • გაზის მილის გაყვანა
  • რადიატორების წერტილები
  • წყლის მილების გაყვანა
  • გაზის ქსელზე მიერთება

კერძო სახლის აშენება (ფასი): განმსაზღვრელი ფაქტორები

კერძო სახლის აშენების ფასი
კერძო სახლის აშენება

კერძო სახლის აშენების ფასის განსასაზღვრად ჩვენი გუნდი აფასებს არსებულ მიწის ნაკვეთს – მის ფორმას, რელიეფის ტიპს, დახრას და ზოგადად მიწის სამუშაოების მოცულობას. მნიშვნელოვანია რამდენად იოლად დამუშავებადია გრუნტი და საჭირო გახდება თუ არა დამატებითი გამაგრებები, ზედმეტი მიწის გატანა ან ნაკლებობის შემთხვევაში შემოტანა.

მიწის ნაკვეთის მახასიათებლებთან ერთად ყურადღება ექცევა მის ადგილმდებარეობასაც. რაც უფრო შორს არის ნაკვეთი ქალაქიდან, მით უფრო იზრდება არა მხოლოდ სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების ხარჯი, არამედ მუშახელის ანაზღაურებაც – საცხოვრებლის, გადაადგილებისა და ყოველდღიური ხარჯების გამო.

კერძო სახლის აშენების პროცესის შემდეგ ეტაპზე განიხილება არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის სირთულე – რამდენად მარტივი ან რთულია დაგეგმარება, რა მოცულობის რკინაბეტონია საჭირო და მოიცავს თუ არა პროექტი მიწისქვეშა სამუშაოებს (სარდაფი, ტექნიკური ოთახი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბიუჯეტს. ხშირად დამატებით ფაქტორად ითვლება საცურაო აუზის და ღობის კონსტრუქციაც, რომლის შესრულებაც ცალკე ხარჯებსა და დროს საჭიროებს.

კერძო სახლის აშენების ფასზე ასევე დიდ გავლენას ახდენს გამოყენებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები — კედლების ტიპი, სახურავის კონსტრუქცია, ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია და ფასადის გადაწყვეტა. ყველა ეს კომპონენტი ერთიან სისტემად განიხილება და საბოლოო ღირებულებაზე პირდაპირ აისახება.

დამატებით გასათვალისწინებელია არჩეული სამშენებლო კონდიცია (შავი, თეთრი, მწვანე კარკასი ან სრული რემონტი), ინჟინრული სისტემები — ელექტროობა, გათბობა, სანტექნიკა — და მშენებლობის ვადები.

საბოლოოდ, კერძო სახლის აშენების ფასი დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის მახასიათებლებზე, პროექტის კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილზე, გამოყენებულ მასალებსა და შესრულების მოცულობაზე. სწორედ ამიტომ ზუსტი ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

გსურთ სახლის აშენება ზედმეტი სტრესის გარეშე? დაგვიკავშირდით დღესვე!

Prime Build – 115-ზე მეტი დასრულებული პროექტი და კმაყოფილი დამკვეთი. გაიგეთ თქვენი მომავალი სახლის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა 24 საათში.

სახლის მშენებლობის სხვა პაკეტები და ფასები

შავი კარკასის აშენების ფასი
კერძო სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში

სახლის მშენებლობის სხვა პაკეტებია: თეთრი, მწვანე, რემონტით და ავეჯით. თითოეული პაკეტი განსხვავდება შესრულების დონით, მასალებით და ფასით. ჩვენ გთავაზობთ ყველა ტიპის სამშენებლო პაკეტის სრულ სერვისს. 

ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს მოქნილი და საჭიროებებზე მორგებული სახლის მშენებლობის პაკეტები, რათა თითოეულმა ოჯახმა შეძლოს საკუთარი ბიუჯეტისა და მოთხოვნების შესაბამისად აირჩიოს მისთვის შესაფერისი ვარიანტი. შესაძლებელია საწყისი პაკეტის არჩევა და ფინანსური მზაობის შემდეგ მშენებლობის დასრულება. ვმუშაობთ როგორც მცირე ისე მასშტაბურ პროექტებზე. ასევე ვთავაზობთ კონსულტაციას შესაბამისის პაკეტის არჩევის პროცესში რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები. 

თეთრი კარკასი

სახლის აშენება თეთრი კარკასის კონდიციით
თეთრი კარკასი

დღესდღეობით ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი კონდიციაა. შავ კარკასთან შედარებით ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია დამატებითი სამუშაოები, როგორიცაა რკინის შესასვლელი კარი, კარ-ფანჯრები, მოჭიმული იატაკი და გალესილი კედლები. ფაქტობრივად, სახლი მზად არის რემონტის დასაწყებად.

ეს კონდიცია მნიშვნელოვნად ზოგავს დამკვეთის დროსა და ძალისხმევას. ხშირად ამ ეტაპზე ხორციელდება ასევე ღობის მოწყობა, ჭიშკრის მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობაც. თეთრი კარკასის საორენტაციო ღირებულება $250-$350 (750-940 GEL) ფარგლებშია.

მწვანე კარკასი

ამ კონდიციის განსაზღვრება შეიძლება განსხვავდებოდეს კომპანიიდან კომპანიამდე, თუმცა ზოგადად ის წარმოადგენს თეთრი კარკასის გაფართოებულ ვერსიას. ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია ელექტრო გაყვანილობა, გათბობის მილების მონტაჟი, სანტექნიკური სისტემები და ყველა აუცილებელი დაქსელვა და ღირებულება 1 მ2-ზე მერყეობს $350-$420 (940 – 1130 GEL).

სახლის აშენება რემონტით

რემონტის კონდიცია დამკვეთს კიდევ უფრო უმარტივებს სახლის აშენებას. ამ დროისთვის დასრულებულია კარკასის მშენებლობა, ამოყვანილია გარე და შიდა კედლები, შესრულებულია თბო და ჰიდროიზოლაცია, მოწესრიგებულია ფასადი და მოწესრიგებულია ეზო. რემონტის ეტაპზე დამკვეთი ირჩევს სასურველ მასალებს და ამის შემდეგ მიმდინარეობს იატაკის, კედლებისა და ჭერის მოპირკეთება ანუ სახლი სრულად მომზადებულია საბოლოო მოპირკეთებისთვის. რემონტის ეტაპი იმდენად ინდივიდუალურია რომ მისი ბიუჯეტის დიაპაზონი საკმაოდ დიდია.

თითოეული მშენებლობის კონდიცია ხასიათდება თავისი თავისებურებებით. შავი კარკასი ყველაზე მინიმალური პაკეტია რითაც შეიძლება დამკვეთმა დაიწყოს სახლის აშენება და ეტაპობრივად ბიუჯეტიდან და სურვილიდან გამომდინარე გააგრძელოს ის. სახლი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით კი ყველაზე კომფორტული კონდიციაა რაც დამკვეთს უზოგავს ყველაზე მეტ დროის და ორგანიზების რესურსს.

სახლის მშენებლობის სრული პაკეტი ავეჯით

სახლის მშენებლობა ავეჯის პაკეტით
სახლის მშენებლობა ავეჯით

რემონტი ავეჯით ნიშნავს, რომ სახლი სრულად არის გარემონტებული და მასში უკვე შეტანილია ავეჯი, შესაბამისად ის პრაქტიკულად მზად არის საცხოვრებლად. სახლში მოწყობილია შემოსასვლელი, სამზარეულო, მისაღები და საძინებლის MDF ავეჯი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის გემოვნების მიხედვით.

საკუთარი სახლის აშენება საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ შედეგი გაამართლებს ყველა მოლოდინს, თუ თქვენი სახლის მშენებლობას პროფესიონალებს ანდობთ!

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი იდეების რეალიზებაში, მზად ვართ ავაშენოთ თქვენი ოცნების სახლი მოკლე დროში! 

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება?

სახლის აშენებასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

რა ჯდება 100 კვადრატული სახლის აშენება?

  • შავი კარკასი: $18,000–$20,000 (48,600-54,000 ლარი) 
  • თეთრი კარკასი: $28,000–$35,000 (75,600-94,500 ლარი)
  • მწვანე კარკასი: $35,000–$42,000 (94,500-113,400 ლარი)
  • სრული რემონტი: $50,000+ (135,000 ლარი+) (ინდივიდუალური დიზაინი/მასალები)


შავი კარკასის აშენების ფასი 100 კვადრატულზე არის $18,000–$20,000 ფარგლებში და მოიცავს მხოლოდ შენობის კონსტრუქციულ ჩონჩხს. თუ მიზანია სახლი მიიყვანოთ თეთრი კარკასის დონემდე (გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, კარ-ფანჯრები), ბიუჯეტი საშუალოდ იზრდება $28,000–$35,000-მდე. მწვანე კარკასის შემთხვევაში, სადაც უკვე შესრულებულია ელექტროობა, სანტექნიკა და გათბობის სისტემები, 100 კვ მ სახლის ღირებულება, როგორც წესი, მერყეობს $35,000–$42,000 ფარგლებში. სრულად დასრულებული სახლის ფასი კი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არჩეულ მასალებსა და დიზაინზე, თუმცა პრაქტიკაში ასეთი პროექტები ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით $50,000-დან ზემოთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეს ციფრები საორიენტაციოა — საბოლოო ღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს მიწის ნაკვეთი, პროექტის სირთულე და არჩეული სამშენებლო კონდიცია.

რა დროს მოითხოვს სახლის აშენება?

სახლის აშენების ვადებზე გავლენას ახდენს მიწის სამუშაოების სირთულე და მოცულობა, არჩეული პროექტის კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და ასევე სეზონი, რომლის დროსაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

სტანდარტული ორ-სართულიანი (დაახლოებით 240 მ²) კერძო სახლის შავი კარკასის დასრულებას საშუალოდ სჭირდება 3–4 თვე.
თუ მიზანია იგივე სახლის მწვანე კარკასის დონემდე მიყვანა, ამას, როგორც წესი, ემატება დაახლოებით 2-3 თვე.

სრული რემონტის ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არჩეულ მასალებსა და დიზაინზე.

შესაძლებელია თუ არა ეტაპობრივად გადახდა?

დიახ — ჩვენი კომპანია მუშაობს ეტაპობრივი გადახდის სისტემით. თანხის გადახდა ხორციელდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.

შავი კარკასის აშენების ფასის სრული თანხა ნაწილდება ოთხ ეტაპად:

  • 25% – მიწის სამუშაოებისა და საძირკვლის ჩასხმის შემდეგ.
  • 25% – პირველი სართულის ფილის დასხმის შემდეგ.
  • 25% – მეორე სართულის ფილის დასრულების შემდეგ.
  • 25% – სახურავის ფილის დასხმის შემდეგ.

ეს მოდელი დამკვეთს აძლევს ფინანსური კონტროლისა და პროცესის გამჭვირვალობის შესაძლებლობას. ამის გარდა თანხის გადახდა ხდება მხოლოდ ეტაპების დამთავრების შემდეგ.

სახლის აშენების ფასში შედის თუ არა მასალის ხარჯები?

დიახ, ზემოთ მოცემულ სახლის მშენებლობის ფასებში სამშენებლო მასალების ღირებულება შედის. თუმცა სურვილის შემთხვევაში დამკვეთს შეუძლია თავად შეიძინოს მასალები და მიიტანოს სამშენებლო მოედანზე. ამ შემთხვევაში ის ჩვენ კომპანიაში გადაიხდის მხოლოდ ხელობის თანხას რაც შავი კარკასის აშენების ფასის დაახლოებით 50%.

აკეთებთ თუ არა დაპროექტებას?

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია უშუალოდ სამშენებლო პროცესის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ მიწის ნაკვეთს, არქიტექტორთან შეათანხმებთ პროექტს და მიიღებთ მშენებლობის ნებართვას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ — ჩვენი გუნდი მოგიმზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომლის საფუძველზეც შეძლებთ სახლის აშენების ფასის განსაზღვრას და შემდგომ მშენებლობის პროცესის დაწყებას.

შესაძლებელია თუ არა ცვლილებების შეტანა მშენებლობის პროცესში?

დიახ, პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მშენებლობის პროცესშიც, თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კონსტრუქციული ცვლილებები შესაძლოა აისახოს როგორც სამუშაოების ვადებზე, ისე საბოლოო ღირებულებაზე.

ხართ თუ არა პასუხისმგებელი სახლის ჩაბარებაზე?

დიახ, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სახლის მშენებლობის პროცესს პროექტის სრული დაცვით და მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად. ეს ყოველივა გაგიმარტივებთ სახლის ჩაბარების პროცესს და თავიდან აგაცილებთ დახარვეზებას, ჯარიმების გადახდას და სხვა პრობლემებს.

იყენებთ თუ არა ხარისხიან და სეისმურად უსაფრთხო მასალებს?

დიახ, სტრუქტურული სიმტკიცის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიყენებთ A500C ხარისხის არმატურას და B25 ბეტონს. ეს მასალები შეესაბამება აღიარებულ ევროპულ სტრუქტურულ სტანდარტებს (EN 10080) არმატურისთვის და EN 206 ბეტონის სიმტკიცისთვის), რაც უზრუნველყოფს მაღალ დატვირთვის გამძლეობას და სეისმურ მდგრადობას. სხვა მასალები შეირჩევა პროექტის სპეციფიკისა და დამკვეთთან შეთანხმების მიხედვით.

ჩვენი ინჟინრები ფლობენ სერტიფიკატებს სტრუქტურული უსაფრთხოების, პროექტების მართვის (PMP) და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი სამშენებლო მეთოდები დაფუძნებულია როგორც პრაქტიკულ გამოცდილებაზე, ასევე კვლევით ინჟინრულ პრინციპებზე.

მუშაობთ თუ არა ხელშეკრულების საფუძველზე?

დიახ, ყველა პროექტი ხორციელდება ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის განსაძრვრული სამუშაოების ვადები, ეტაპები, ხარჯები და ანგარიშსწორების გრაფიკი რაც არის პროცესის გამჭირვალობის და ორივე მხარის დაცულობის გარანტია.

შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტი გაიზარდოს კერძო სახლის მშენებლობის პროცესში?

არა, ჩვენთან თანამშრომლობის დროს გადმოგეცემათ დეტალურად გაწერილი სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა თითოეული ეტაპის მიხედვით. ეს გამორიცხავს გაუთვალისწინებელი ხარჯებს. ამის გარდა ბიუჯეტი შეთანხმებულია ხეშეკრულებაში რაც კიდევ ერთი დაცვის გარანტიაა დამკეთისთვის.

კერძო სახლის აშენება არის კომპლექსური პროცესი, რომელიც საჭიროებს სწორ დაგეგმვას, რეალურ ბიუჯეტს და გამოცდილ გუნდს. სწორად შერჩეული პროექტი და სამშენებლო კომპანია დაგიზოგავთ დროს, ფინანსებს და თავიდან აგაცილებთ შეცდომებს.

თუ გსურთ სანდოდ და ხარისხიანად აშენებული სახლი, დაგვიკავშირდით – დაგეხმარებით პროცესის სრულ მართვაში.